1-ელი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება.
ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს.
ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.
გარდა ამისა, 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. კერძოდ, თუ ჯარიმას დამრღვევი, სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.