თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა დაკვამლიანების გამო, ვენის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ არიან.
როგორც გამოცემა Kurier იუწყება, შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე სტამბოლი-ბრიუსელის რეისზე მოხდა. შედეგად, მფრინავებს თვითმფრინავის ვენის აეროპორტში დაშვება მოუწიათ.
ამ მომენტისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია დაკვამლიანება. თვითმფრინავი ვენის აეროპორტში რჩება.