გამოკითხული ქალების 87% აცხადებს, რომ სიამოვნებით ეცნობა ე.წ. დასპონსორებულ კონტენტს.
კომპანია Influenster-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში აშშ-ში მცხოვრებმა 13 000-მა ქალმა მიიღო მონაწილოება. კვლევაში მონაწილე ქალები კატეგორიად იყვნენ გადანაწილებული - X (35-49 წელი), Y (20-24 წელი) და Z (16-19 წელი) თაობად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლებს ურჩევნიათ კონტენტი, სადაც საუბარია ჩვეულებრივ ადამიანებზე და არა - ცნობილ სახეებზე. გამოკითხულთა თქმით, სტატიაში აღწერილი ამბავი ასე უფრო რეალურია.
Influenster-ის პრეზიდენტის ელიზაბეტ შერლის თქმით, განსხვავებული თაობის ქალები კონტენტის გასაცნობად სხვადასხვა პლატფორმას იყენებენ.
კითხვაზე, პოზიტიურად ხვდებით თუ არა ე.წ. დასპონსორებულ კონტენტს, X თაობის გამოკითხული ქალების 83%-მა დადებითი პასუხი გასცა, 17%-მა უარყოფითი, კითხვას დადებითი პასუხი გასცა Y თაობის გამოკითხულთა 87%-მა დადებითი, ხოლო 13%-მა უარყოფითი. ამავე კითხვაზე დადებითად უპასუხა Z თაობის 89%-მა, ხოლო უარყოფითად 11%-მა.
სამივე თაობის გამოკითხული ერთხმად აღიარებს, რომ ბრენდის კონტენტი მოწონთ იმიტომ, რომ ავთენტურია, საინტერესოა და ამბავს ყვება.