ელექტრონული ვალუტა, ბიტკოინი განაგრძობს გამყარებას.
30 სექტემბერს ჩინეთის სახალხო ბანკმა მომხმარებლებისთვის კრიოპტოვალუტებზე ვაჭრობა შეაჩერა. თუმცა ბიტკოინმა მცირე დარტყმის მიუხედავად ისევ გააგრძელა გამყარება. ნოემბრის მეორე SegWit-ის შემდეგ მოსალოდნელია ბიტკოინის ფასმა კიდევ 40%-ით მოიმატოს და 6000 დოლარიან ნიშნულზე ავიდეს. მთლიანობაში გასულ კვირას BTC/USD-ის წყვილი 4130 დოლარიდან 4530 დოლარამდე ავიდა.
გასულ კვირას საკმაოდ აქტიური იყო ოქრო. ძვირფასი მეტალი ოთხ კვირიანი დასუსტების შემდეგ შეჩერდა და მცირედით გამყარება დაიწყო. რაც გამოწვეული იყო ამერიკიდან გამოქვეყნებული ნონფარმის გამო.
პარასკევს, 6 ოქტომბერს ამერიკამ ნავარაუდევი 90 ათასის ნაცვლად, ნონფარმი უარყოფითი, -33 ათასი გამოაქვეყნა. ამის ფონზე დოლარმა დასუსტება დაიწყო და ბირჟის მოვაჭრეებმა ინვესტიციები ისევ ეგრეთ წოდებულ უსაფრთხო აქტივში გადაიტანეს. მთლიანობაში ოქროს ფასი 1260 დოლარიდან 1276 დოლარამდე გაიზარდა.
გასულ კვირას ნავთობი მკვეთრად დასუსტდა საერთაშორის ბაზარზე. ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ და თავს იკავებენ ნავთობში ინვესტიციებზე, რადგან გაიზარდა საფრთხე მექსიკის ყურეში ტროპიკული ქარიშხალის, "ნეიტის" მოახლოების გამო.
ქარიშხალი შეაფერხებს ნავთობის მიწოდებას, რადგან მექსიკის ყურის სანაპიროზე განთავსებულია ნავთობის და გაზის მოქმედი უმსხვილესი კომპანიები, ხოლო მოახლოვებული ქარიშხლის გამო შეწყდა წარმოება და მუშების ევაკუაცია გამოცხადდა. ამ მოვლენების ფონზე
"ბრენტის" ხარისხის ნავთობის ფასი 57 დოლარიდან 55 დოლარამდე დაეცა, ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 50 დოლარიდან 48 დოლარამდე შემცირდა.
გასულ კვირას საფონდო ბირჟაც საკმაოდ საინტერესო იყო. იაპონიაში მომხდარი ინციდენტის გამო ინვესტორების ყურადღება ძირითადად გადატანილი იყო ამერიკული ტექნიკის გიგანტ Apple-ზე.
24 სექტემბერს იაპონიაში ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ახალი iPhone 8-ის დატენვის დროს ბატარეა გაიბერა და ეკრანი ასძვრა. კომპანია აცხადებს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი ერთჯერადია და არ იქნება მასობრივი ხასიათის. თუმცა ჩვენი აზრით ამ შემთხვევის გამო ეფლის აქციების კიდევ უფრო დასუსტებაა მოსალოდნელი. ამ დროისთვის კომპანიის აქციების ფასი 155 დოლარია.
ფორექსი გასულ კვირას საკმაოდ დატვირთული იყო. აქტიურობით გამოიჩეორდა ავსტრალიური და ამაერიკული დოლარი. სამშაბათს, 3 ოქტომბერს, ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე 1.5%.
თანხმლებ განცხადებაში ბანკის მმართველმა, ფილიპ ლოუმ ისაუბრა ხელფასების ზრდის ნელ ტემპზე და მაღალ საყოფაცხორებო დავალიანებაზე, რამაც ბაზარზე ავსტრალიელის გაუფასურება გამოიწვია ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. საინტერესო წყვილი იყო AUD/USD, რომელიც მთელი კვირა უფასურდებოდა და ჯამში 0.78 753-დან ჩამოვიდა 0.77 310-მდე.
არანალკებ აქტიური იყო მთელი კვირის განმავლობაში ამერიკული დოლარი. ქვეყანააში მიმდინარე მოვლენების ფონზე. პარასკევს, 6 ოქტომბერს, ამერიკამ გამოაქვეყნა უმუშევრობის დონე და ნონფარმი.
ამერიკამ უმუშევრობის დონე დადებითი 4.2% გამოაქვეყნა ნაცვლად 4.4%-ისა. მაგრამ სექტემბრის თვეში მძვინვარე ქარიშხლებამ უარყოფითად იმოქმედა ამერიკის ეკონომიკაზე რაც დასაქმებულთა რაოდენობაზე აისახა. ამერიკამ დასაქმებულთა რაოდენობა არასასოფლო სამეურნეო სექტორში გამოაქვეყნა უარყოფითი -33 ათასი ნაცვლად 90 ათასისა. ამ მოვლენების ფონზე დოლარი დასუსტდა. EUR/USD-ის წყვილი 1.16-დან ავიდა 1.17-მდე. USD/CAD-ის წყვილი ჩამოვიდა 1.26-დან 1.25-მდე.
მომზადებულია საფინანსო ბაზრებოს მიმოხილვა შედგენილია სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის, Globex Analytics-ის მიერ