ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მთლად სასარგებლო არ არის , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში კონკრეტულად რომ განიხილებოდეს, არ მსმენია. ამ კანონმდებლობაზე საუბარი ოთხი წელია მიდის. ეს გულისხმობს ფასების კონტროლს, რაც ჩვენს მსგავს, პატარა და ღია ეკონომიკაში, რომ გითხრათ, რომ მთლად სასარგებლო იყოს, ალბათ, არა", - განაცხადა გახარიამ.