მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი 6 ოქტომბერს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 994 513 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 3 ნოემბერს იწყება და 7 ნოემბერს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში ბაღში ადმინისტრაციის შენობის, დადიანების საჯინიბოს, მებაღის სახლისა და სათბურის, ხიდების, საზოგადოებრივი საპირფარეშოების და სხვა დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია იგეგმება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში დასრულდება.