საქართველოს ეროვნულ მუზეუმში „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს. პროექტში წელს 361 კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც 7 ნომინაციაში გადანაწლდნენ. წელს სიახლეც იყო, ვინაიდან პროექტს ახალი ნომინაცია, წლის სტარტაპერი დაემატა. აღნიშნულმა ნომინაციამ კი კომპანიებში ყველაზე მეტი დაინტერესება ჰპოვა.
წლის სტარტაპერზე 233 კომპანია დარეგისტრირდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს: „წლის ბიზნესი“ - დარეგისტრირდა 152 კომპანია, „წლის ინოვაციური ბიზნესი“ - 142 კომპანია, „წლის ქართული პროდუტი“ - 132 კომპანია, „წლის ტურისტულ ბიზნესი“ - 95 , ხოლო „წლის აგრობიზნესში“ 42 კომპანია დარეგისტრირდა.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, პროექტის მიზანია, საქართველოში ბიზნესის კეთების პოპულარიზაცია. მისივე თქმით, პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, რაც კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორია, რომ პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდეს.
„ძალიან კარგია, რომ უკვე მეორედ ვატარებთ ამ პროექტს და გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ცალსახად წარმატებული პროექტი. მოლოდინი გვაქვს, რომ კმაყოფილი იქნება ყველა მონაწილე კომპანია. ჩვენი მიზანია, გავაზიაროთ ერთმანეთის წარმატება და კიდევ უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია შევქმნათ, რათა ბევრი კომპანია დარეგისტრირდეს.
მნიშვნელოვანია, რომ წელს მონაწილეთა 80% ახალია და ჯამში ორი წლის განმავლობაში გამოდის 1200 კომპანია, რომელიც იღებს პროექტში მონაწილეობას“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.
პროექტის მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეფასებს და რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა. პროექტის წესების თანახმად, თითეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. გამარჯვებული კომპანიბი კი დეკემერში, დაჯილდოების ფინანსურ ღონისძიებაზე დასახელდებიან. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. გამონაკლისია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი, ნოემბერში დაიწყება.
დეკემბერში ასევე გაიხსნება ახალი სივრცე ბიზნესისთვის, რომელიც „თიბისი ბანკის“ ახალი პროექტია ბიზნესის მხარდასაჭერად. „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ ეს იქნება ახალი საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე კონფერენციების, ფორუმებისა და პრეზენტაციებს ორგანიზება. აღნიშნულ სივრცეში ასევე ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭოროებაზეა მორგებული.