თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ 50 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.

აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.