დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 - დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა, მოთხოვნამ კი შეადგინა 44 000 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.110%-ით, მაქსიმალური 7.140%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.122%-ით განისაზღვრა.