ზუგდიდში, ქობულეთში, გორში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, თელავში, ხაშურში, ფოთსა და რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობას სილქნეტი სერვისებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით თავაზობს.
თვეში მხოლოდ 23 ლარად, აქციის ფარგლებში, 20მბ/წმ ინტერნეტის, 130 არხის და საჩუქრად თემატური პაკეტის მიღებაა შესაძლებელი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად მივაწოდოთ ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო პროდუქტები. რეგიონების აქცია, რომელშიც არაერთი აბონენტია ჩართული, უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. გადავწყვიტეთ შეთავაზება კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა და აქციით მოსარგებლე ყველა მომხმარებელს საჩუქრად ახალი თემატური პაკეტი გავუაქტიურეთ“ - აცხადებენ სილქნეტში.
აქციაში ჩართვა, როგორც ოპტიკური, ისე დსლ ქსელის მომხმარებელსაც შეუძლია, ინსტალაცია უფასოა. რაც მთავარია, სილქნეტის აბონენტები განსაკუთრებული პირობებით აქციაში ჩართვიდან 2 წლის განმავლობაში ისარგებლებენ.
აქციაში ჩართვა, ცხელი ხაზის 2 100 100 მეშვეობით 2017 წლის ბოლომდეა შესაძლებელი.
(R)