პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.მისი თქმით, შემუშავდება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სოციალური პენსიის ინდექსაცია ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პარალელურად მოხდება.
"ჩვენს მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიების ზრდა მოხდებოდა ეკონომოკური ზრდის პარალელურად. მე ვიცი და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ შემოიტანონ საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დღევანდელ პენსიონერს და არა მომავალ პენსიონერებს მოემატებათ პენსია ეკონომიკური ზრდის კვალობაზე. მათ ზუსტად ეცოდინებათ, რამდენით მოემატებათ პენსია იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა. ასევე, თუ ფასები გაიზარდა, რამდენით მოემატებათ პენსია. ეს მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ შესამუშავებელია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობა წლის ბოლომდე შემოიტანს პარლამენტში კანონპროექტს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.