"ისეთი თხილის ფასი, როგორიც ამ პირობებში გვაქვს, 30 თეთრია. კატასტროფაც აღარ ქვია ჩვენს მდგომარეობას, მაგრამ ვერაფერს ვშველით", - ამბობენ თხილის მეწარმეები.
დარჩელში მცხოვრები ემზარ აკობიას თქმით, ძალიან ბევრმა უარი თქვა თხილის შეგროვებაზე და უნუგეშო ვითარება აქვს.
ადგილობროვთა ერთმა ნაწილმა გამოსავალი უკვე იპოვა და თხილის ნაკვეთების გაყიდვა დაიწყო, რადგან თხილის პლანტაციის მოვლასა და ყოველწლიურად გავრცელებული დაავადაბების მკურნალობას ვეღარ აუდიან.
"იტალიელ ან თურქს ფერმერებს მივყიდი. ამერიკელებმაც გამოთქვეს სურვილი. ისინი 7 წელი ებრძოდნენ აზიურ ფაროსანას და ალბათ ბრძოლის მეთოდებიც ეცოდინებათ... ჩვენ ვერაფერს გავხდით, ვერც მასთან და ვერც სოკოვან დაავადებებთან. თუ 4-5 ათას ლარამდე დამიჯდა მისი მოვლა, აზრი აღარ აქვს თხილის მოყვანას", - ამბობს ზუგდიდელი ვალერი კვარაცხელია.
ზუგდიდელი თხილის მეწარმეების თქმით, რამდენიმე დღე ისე გადის, თხილს ვერ ყიდულობენ, რადგან ყველა უვარგისია.
"ადრე საღი თხილის გულით ვსაზღვრავდით, რა ფასი გადაგვეხადა, ახლა 20-30 თხილიდან ერთი საღი გულით არ გამოდის და ერთმანეთს ვეკითხებით, რა თანხაში ჩავიბაროთ. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, არ ვყიდულობთ. ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს რამე, ქარხნები ისედაც ლამის მიკროსკოპით უყურებენ თხილის ნაყოფს. ამიტომ, სხვა გზა არ გვაქვს, ნაჭუჭის ფასს ვიხდით მხოლოდ", - ამბობს ზუგდიდელი თემურ დუნდუა.
ლალი პაპასკირი