2018 წელს „ფეისბუქი“ ვირტუალური რეალობის სლემს, სახელწოდებით Oculus Go წარმოადგენს.
კომპანიის განცხადებით, ეს იქნება მოწყობილობა, რომელსაც არც სმარტფონი დასჭირდება და არც პერსონალური კომპიუტერი სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის. რაც ყველაზე მთავარია უკვე ცნობილია ფასიც - Oculus Go 199 დოლარი ეღირება.
როგორც კომპანიის მიერ გამართულ კონფერენცია Oculus Connect-ზე გახდა ცნობილი, სიახლე იქნება არსებული მოდელებისგან განსხვავებით „სუპერ მსუბუქი“, კომფორტული სახისთვის, მაღალი გარჩევადობის 2,560x1,440-pixel მქონე LCD ეკრანით, აღჭურვილი სპეციალური 3,5მმ-იანი აუდიო სპიკერებით და თავსებადი Samsung Gear VR-თან. რაც კომპანიას არ დაუსახელებია, ეს მისი ელემენტების გამძლეობა და გრაფიკული სიხშირის პარამეტრებია.
სოციალური ქსელის დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მათი სურვილია, რომ ვირტუალური რეალობის გამოცდა მილიარდმა ადამიანმა შეძლოს.
კოკა კვირკველია