ჩინეთის პრეზიდენტის მიერ სიღარიბესთან გამოცხადებული ბრძოლის ფონზე, ამ ქვეყნის მდიდარი ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
ქვეყნის ყველაზე მდიდარი 2 130 ადამიანის ქონება მსოფლიოს ნომერ მეხუთე ეკონომიკის - დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას უტოლდება.
ორგანიზაცია Hurun Report-ის 2017 წლის მდიდრების ბოლო რეიტინგს სულ ცოტა 74 ახალი ჩინელი მილიონერი შეემატა, რომელთა შემოსავლებმა 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
Hurun Report-ის მონაცემებით, ჩინეთის 2 130 ყველაზე მდიდარი ადამიანის საერთო შემოსავლებმა 2,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია.
ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალს ახალი ლიდერი ჰყავს. ეს არის კომპანია „ევერგრეიდის“ ხელმძღვანელი ხუ ძიაუნი, რომლის ქონებაც 43 მილიარდი დოლარია, მეორე ადგილზეა პონი მა ჰუატენგი 37 მილიარდი დოლარით, მესამეზე „ალიბაბას“ ხელმძღვანელი ჯეკ მა - 30 მილიარდი დოლარით.
გასული წლის რეიტინგის ლიდერი, კომპანია „ვანდას“ ხელმძღვანელი ვანგ ძიანლინგი წლევანდელ რეიტინში მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა 23 მილიარდი დოლარის შემოსავლით.
კოკა კვირკველია