ჩვენი ვარაუდით, ფინანსურმა პირამიდებმა მოქალაქეებს 100 მილიონ ლარამდე დააკარგვინეს.
ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმეში“ საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „საზოგადოება და ბანკები“ ფინანსური პირამიდა ბიზნესის მიმართულებით საფუძვლიან კვლევას ამზადებს.
„ჩვენი რგანიზაცია ფინანსური პირამიდა ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ საფუძვლიან კვლევას ამზადებს. კვლევის ფარგლებში მომხმარებელს პირამიდა ბიზნესის დაზარალებულებისა და მათ მიერ დაკარგული თანხების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენი ვარაუდით ეს თანხა დაახლოებით 100 მილიონ ლარამდეა. ეს თანხა აკლდება ფინანსურ ბაზარს და თაღლითურ სქემებში იხარჯება,“- განაცხადა კეპულაძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში".