აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით დედაქალაქში მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალურ მოსაზიდ ხაფანგებს (ფერომონებს) ამონტაჟებენ. სააგენტოს ცნობით, ლოკაციები თბილისის მერიასთან შეთანხმებით შეირჩა. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტორინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).