დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, დღეს შედგება ავტომობილების პირველი ჯგუფის მსვლელობა არხოტიონში.
"არხოტის სოფლები, მსგავსად შატილის თემისა, განთავსებულია კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე და დღემდე მიუვალი იყო ავტომობილებით გადაადგილებისთვის. რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქართულ ისტორიულ სოფლებში: ამღა, ახიელი და ჭიმღა მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფეხით ან ვერტმფრენით. ამის გამო არხოტიონი მოწყვეტილი იყო დანარჩან საქართველოს. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო გზა გადის საქართველოსა და ევროპის ყველაზე მაღალ საავტომობილო უღელტეხილზე. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 2950 მეტრზე", - განაცხადა " ზაქარია ქუცნაშვილმა.