შიდა ტურიზმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებიდან, ყველაზე ხშირად 31-50 წლის ადამიანები მოგზაურობენ.
2017 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფმა 642 600-მა ადამიანმა ქვეყნის შიგნით ერთხელ მაინც იმოგზაურა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოგზაურობის სიხშირით მეორე ადგილზე 51-70 წლის ადამიანები არიან. მიმდინარე წელს მათ უკვე 516 200 ვიზიტი განახორციელეს.
შედარებით ნაკლებს მოზგაურობენ ახალგაზრდები - 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდებმა წელს 401 900-ჯერ იმოგზაურეს.
რაც შეეხება 71 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 91 800-ს შეადგენს.
ყველაზე ხშირად საქართველოში თბილისს სტუმრობენ, ყველაზე იშვიათად კი - აფხაზეთს.