ხონში, სოფელ ივანდიდიში ახალი, კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება.
„ედელინგის“ გახსნა ქართულ - გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და აქ გადამუშავდება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეული. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა.