ყოველწლიურად სხვადასხვა სიახლეებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ს მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
ყველაზე ხშირად ადამიანები ახალ ამბებს, სპორტული მოვლენების შედეგებს ან ადგილობრივი კინოთეატრების აფიშებს ეძებენ, მაგრამ ხანდახან ისინი ინტერესდებიან იმითაც, თუ როგორ შეაკეთონ ესა თუ ის საყოფაცხოვრებო ნივთი.
Google-ის მონაცემებით, მსგავსი საძიებო კითხვები 2004 წლიდან 140%-ით გაიზარდა და ყველაზე ხშირად ადამიანების კითხვა ასე იწყება: „როგორ შევაკეთოთ ..?“
ამიტომ Google-მა და The Guardian-ის, National Geographic-ისა და The New York Times-ის ყოფილმა თანამშრომელმა, დიზაინერმა ხოაკინ გონსალეს ვეირამ ერთად შექმნეს პროექტი „როგორ შევაკეთოთ საპირფარეშო... და სხვა რამ, რასაც თქვენ ჩვენი ძებნის გარეშე ვერ გააკეთებთ“.
აღნიშნული მონაცემები პროექტის შემქმნელებმა ქვეყნების მიხედვით დაახარისხეს.
საქართველოდან ყველაზე ხშირად კითხვა "როგორ შევაკეთო" კარის შეკეთებას უკავშირდება - ამ შეკითხვას 100 ძებნა დაუგროვდა. დანარჩენი კითხვების სტატისტიკა ასე გამოიყურება: როგორ შევაკეთო კედელი - 88, ფანჯარა - 76, სარეცხი მანქანა - 62, უნიტაზი - 24, მაცივარი - 23, ნათურა - 19, ნიჟარა -3.