ჟურნალ Hustler-ის გამომცემელი ლარი ფლინტი მზად არის 10 მილიონი დოლარი გადაიხადოს ინფორმაციისთვის, რომელიც „დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს და პოსტიდან მის გადაყენებას“ გახდის შესაძლებელს.
ფლინტის ვრცელი განცხადება „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა.
განცხადებში „ჰასლერის“ გამომცემელი აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით პრეტენზიებს გამოთქვამს და ტრამს ნეპოტიზმსა და მაღალ თანამდებობებზე არაკვალიფიციური პირების დანიშვნაში ადანაშაულებს.
„მიმაჩნია, რომ ჩემი პატრიოტული ვალი და ამერიკელების ვალდებულებაა ტრამპის პოსტიდან ჩამოგდება“, - აღნიშნავს ლარი ფლინტი.