2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 718 200 კაცს შეადგენს.
ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2016 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა 3 720 400 კაცი იყო, შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში 2 200 ადამიანით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტი - 5 443 400 კაცი 1989 წელს იყო.
„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 2 128 600 კაცი საქალაქო, ხოლო 1 589 600 ადამიანი სასოფლო დასახლებაში ცხოვრობს.
2016-2017 წლებში სასოფლო და საქალაქო დასახლებაში მცხოვრებთა რიცხვს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქალაქო დასახლებაში მცხოვრებთა რაოდენობა თითქმის უცვლელია. კერძოდ, 2016 წლის დასაწყისში ეს რიცხვი - 2 128 500-ია, შესაბამისად მოსახლეობის რიცხოვნობა 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 100 კაცით არის გაზრდილი. სასოფლო დასახლებაში კი პირიქით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2017 წლის დასაწყისისთვის 1 589 600 კაცი იყო, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 591 900 კაცი იყო.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის დასაწყისისთვის, მოსახლეობიდან 1 781 500 ქალი, ხოლო 1 936 700 მამაკაცია. რაც შეეხება ასაკობრივ დაყოფას, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 15 წელს ქვემოთ 724 100 ადამიანია; 15-64 წლის მოსახლეთა რიცხვი - 2 456 700-ია, ხოლო 65 წელს ზემოთ 537 400 კაცია.