გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, საქართველოდან ემიგრანტების რიცხვი გაიზარდა, იმიგრანტებისა კი შემცირდა.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98 288 შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემთან (95 965) შედარებით, 2 323 ადამიანით მეტია. იმიგრანტების რაოდენობამ კი გასულ წელს საქართველოში 90 228 კაცი შეადგინა, მაშინ როცა 2015 წელს ეს რიცხვი 92 557 კაცი იყო.
შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში მიგრაციის უარყოფითი სალდო დაფიქსირდა და -8.1 ათასი კაცი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული მიგრაციული სალდო ქვეყანაში უმეტესად უარყოფითია. დადებითი სალდო მხოლოდ 2004-2005 და 2009-2011 წლებში დაფიქსირდა. კერძოდ, 2004 წელს მიგრაციის დადებითმა სალდომ - 5.5 ათასი კაცი; 2005 წელს - 76.3 ათასი; 2009-ში - 34.2 ათასი; 2010 წელს - 18.1 ათასი; ხოლო 2011 წელს - 20.2 ათასი კაცი შეადგინა.