2015 წელთან შედარებით, 2016 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, განქორწინების რაოდენობამ კი მოიმატა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2015 წელს სულ 29 157 რეგისტრირებული ქორწინება დაფიქსირდა, 2016 წელს კი - 25 101.
უფრო კონკრეტულად, 2015 წელს საქალაქო დასახლებაში 17 127 წყვილმა, ხოლო სასოფლო დასახლებაში 12 030-მა გააფორმა ქორწინება. 2016 წელს კი საქალაქო დასახლებაში, რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 14 961 იყო, სასოფლო დასახლებაში კი 10 140.
რაც შეეხება დედაქალაქს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს თბილისსში 8 249 წყვილმა დაარეგისტრირა ქორწინება. 2016 წელს კი, რეგიტრირებულ ქორწინებათა რაოდენობამ 7 304 შეადგინა.
რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით ასე გამოიყურება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2015 წელი 3 002 , 2016 წელი 2 631. გურიის რეგიონი - 2015 წელი 773, 2016 წელი 752. იმერეთის რეგიონი - 2015 წელი 4 444, 2016 წელი 3 832. კახეთის რეგიონი - 2015 წელი 2 420, 2016 წელი 1 936. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 2015 წელი, 555, 2016 წელს 567. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი - 2015 წელს 232, 2016 წელს 203. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი - 2015 წელს 2 598, 2016 წელს 2 241. სამცხე-ჯავახეთის რეგიონი - 2015 წელს 1 232, 2016 წელს 1 071. ქვემო ქართლის რეგიონი - 2015 წელს 3 787, 2016 წელს 2 867. შიდა ქართლის რეგიონი - 2015 წელს 1 865, 2016 წელს 1 697. მონაცემები არ შეიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კუთხით დაფიქსირებულ სურათს.
რაც შეეხება განქორწინებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 26 წლის განმავლობაში 2016 წელს განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, აქედან 6 565 საქალაქო დასახლებაში 6 565 (68.8%), ხოლო 2 974 (31,2%) სასოფლო დასახლებაში. განქორწინებათა მონაცემები წლების მიხედვით კი, ასე გამოიყურება: 1990 წელი -7 796, 1995 წელი - 2 685, 2000 წელი - 1 854, 2005 წელი - 1 928, 2006 წელი - 2 060, 2007 წელი - 2 325, 2008 წელი - 3 189, 2009 წელი - 4 030. 2010 წელი - 4 726, 2011 წელი - 5 850, 2012 წელი - 7 136, 2013 წელი - 8 089, 2014 წელი - 9 119, 2015 წელი - 9 112 და 2016 წელი - 9 539.