გასული  და მიმდინარე  კვირების ფინანსური ბაზრების მიმოხილვა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბიტკოინი ისევ მყარდება.

გასულ კვირას ბიტკოინის ფასის გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი იყო იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილება. იაპონიამ მხარი დაუჭირა ბიტკოინით საცალო გადახდებს ქვეყანაში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მოთხოვნა კრიპტოვალუტაზე ინვესტორების მხრიდან. ბიტკოინმა ხუთშაბთს, 12 ოქტომბერს გაარღვია 1 სექტემბრის მაქსიმუმი - 4919 დოლარი და 4292 დოლარდან 5856-მდე, რითიც დააფიქსირა ახალი რეკორდული მაჩვენებელი.

ოქროსთვის გასული კვირა დადებითი გამოდგა. მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ძვირფასი მეტალი აქტიურად ცდილობს პოზიციების აღდგენას და მყარდება.

ოქროს გამყარებაზე აგრეთვე დადებით ზეგავლენას ახდენდა ამერიკაში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებები. პარასკევს, 13 ოქტომბერს, ამერიკამ სამომხმარებლო ფასები გამოაქვეყნა უარყოფითი 2.2% ნაცვლად 2.3%-ის, რის ფონზეც ძვირფასი მეტალი მკვეთრად გამყარდა და ჯამში მისი ფასი 1275 დოლარიდან 1303 დოლარამდე გაიზარდა.

ასევე დადებითად განვითარდა მოვლენები გასულ კვირას ნავთობისთვისაც. შავი ოქროს გამყარებაზე მოქმედებდა ამერიკიდან გამოსული ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებული რაოდენობა, ჩინეთის ბაზარზე გაზრდილი იმპორტი და ძლიერი სიგნალები ნავთობის წარმოების შემცირებასთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრომ ყოველკვირეულ ანგარიშში განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება 2.7 მლნ ბარელია. ხოლო პარასკევის ოფიციალური მონაცემებით, ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნის, ჩინეთის, იმპორტი გაიზარდა 18.7% გასულ თვესთან შედარებით. ამ ინფორმაციების ფონზე Brent-ის ხარისხის ნავთობი 55 დოლარიდან ავიდა 57 დოლარამდე. ხოლო აშშ-ის ნედლის ნავთობის ფასი 48 დოლარიდან 51 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება საფონდო ბირჟას. ინვესტორების ყურადღება გადატანილი იყო სოციალური ქსელის Facebook-ის აქციებზე. კომპანიის აქციები უკვე მეორე კვირაა მყარდება სხვადასხვა სიახლეების გამო.

სოციალური ქსელის დამფუძვნებელმა, მარკ ცუკემბერგმა, 11 ოქტომბერს მომხმარებლებს ახალი თაობის ვირტუალური სათვალე-ყურსასმენი Oculus Go წარუდგინა. ახალი გაჯეტის ღირებულება 199$ იქნება და მომხმარებელი მისი საშუალებით შეძლებს "ფეისბუქის" მოხმარებას ვირტუალურ რეალობაში. კომპანიის აქციების ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 168 დოლარიდან 174 დოლარამდე ავიდა.

ფორექსი შედარებით მშვიდი იყო 9-13 ოქტომბრის კალენდრში ჩანიშნული ინფორმააციების მიხედვით. კვირის მანძლზე ძირითადად არასტაბილური მოძრაობები იყო. პარასკევს, 13 ოქტომბერს, ამერიკიდან გამოვიდა უარყოფითი საცალო გაყიდვები 1.6% ნაცვლად 1.7%-ისა. ასევე უარყოფითი სამომხმარებლო ფასები 2.2% ნაცვლად 2.3%-ისა. რის ფონზეც დოლარი დასუსტდა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. საინტერესო წყვილი იყო AUD/USD, რომელიც ერთი მიმართულებით მოძრაობდა და 0.7823-დან ავიდა 0.7896-მდე.

16-20 ოქტომბრის ეკონომიკური კალენდარი დატვირთულია საინტერესო ინფორმაციებით. კვირის ყველაზე აქტიური ვალუტა იქნება ბრიტანული ფუნტი კალენდარში ჩანიშნული მნიშვნელოვანი ინფორმაციების გამო, რომლებიც გამოვა ინგლისიდან. დღევანდელი დღე ტრადიციულად მშვიდია. სამშაბათს, 17 ოქტომბერს, ჩვენი დროით ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდია გამოაქვეყნებს სამომხმარებლო ფასების ინდექსს. დღის 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა საცალო ფასების და სამომხმარებლო ფასების ინდექსი. საღამოს 17 საათსა და 15 წუთზე ამერიკა გამოაქვეყნებს სამრეწველო წარმოებას. ვაჭრობა რეკომენდირებულია: AUD/NZD; GBP/NZD; EUR/GBP და GBP/USD-ის წყვილებზე.

ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა უმუშევრობის დონე. 16 საათსა და 30 წუთზე კანადა გამოაქვეყნებს გადასამუშავებელ მარაგებს წარმოების სექტორში, ხოლო საღამოს 18 საათსა და 30 წუთზე ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო გამოაქვეყნებს ნავთობის მარაგებს. აქტიური წყვილები იქნება: GBP/USD; GBP/CAD; USD/CAD და EUR/CAD;

ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, ჩვენი დროით გამთენიის 5-ის ნახევარზე ავსტრალია გამოაცხადებს უმუშევრობის დონეს და დასაქმებულთა რაოდენობას. 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა საცალო გაყიდვები. 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკიდან გამოვა პირველადი მიმართვები უმუშევრობის დახმარების მისაღებად. ვაჭრობა აქტიური იქნება: AUD/USD; GBP/AUD; GBP/JPY და GBP/USD-ის წყვილებზე.

პარასკევს, 20 ოქტომბერს, 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთი გამოაქვეყნებს სახელმწიფო სექტორის წმინდა სესხს. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე კანადიდან გამოვა საცალო გაყიდვები და სამომხმარებლო ფასების ინდექსი. დღის განმავლობაში აქტიური იქნება ბრიტანული და კანადური ვალუტები.

საფინანსო ბაზრების მიმოხილვა შედგენილია სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის, Globex Analytics-ის მიერ