"ბიუროკრატიასთან დაკავშირებით არის რაღაც საკითხები, არა მარტო ეკონომიკის, არამედ სხვა სამინისტროებში, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას".
ამის შესახებ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა "ბიზნეს ასოციაციის" წევრებისა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგის გახარიას შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"საინტერესოა, როგორ შეაჯამებს ეკონომიკის მინისტრი სამი კვარტლის შედეგებს. ასევე საინტერესოა გეგმები არჩევნების წინ. არის რაღაც საკითხები ბიუროკრატიასთან დაკავშირებით არა მარტო ეკონომიკის, არამედ სხვა სამინისტროებში, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაზე დავაყენოთ საკითხები, რადგან პირდაპირ მისი მოვალეობაა ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება", - განაცხადა პაპაშვილმა.
კითხვაზე, რა სახის ბიუროკრატიაზეა საუბარი, ლაშა პაპაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, თუმცა მას კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.