მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 430 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 450 ლარად საკუთრებაში შპს „ლოპოტას“ გადაეცა.
უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების თანახმად, შპს „ლოპოტამ“ საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს; 12 თვის ვადაში კი 25 ათასი ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე უნდა გადარიცხოს.
ასევე შპს „ლოპოტას“ 12 თვის ვადაში აღნიშნული უძრავი ქონებს განვითარების ვალდებულებაც აქვს, რისთვისაც არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, შპს ვალდებულია უძრავი ქონების არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შეინარჩუნოს.
შპს „ლოპოტას“ 62.2239%-ს შპს „ლოპოტა ინვესტმენტი“; ხოლო 37.7761%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს. ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოების მიზნით, საპარტნიორო ფონდსა და შპს „ლოპოტა ინვესტმენტს“ შორის შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.