ციფრულ მარკეტინგზე მოთხოვნა და მისი მნიშვნელობა მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, რეკლამირებისა და მარკეტინგის ტრადიციულ საშუალებებს იგი ეტაპობრივად ანაცვლებს. ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მეთოდებს საკმაოდ წარმატებულად იყენებენ მსოფლიო დონის კომპანიები. გთავაზობთ მაგალითებს, რამოდენიმე გლობალურ კომპანიას, რომლებიც "ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს იყენებენ" და რომელთაც მისი გამოყენებით შესძლეს გაეზარდათ მომხმარებლების კმაყოფილება და ამის პარალელურად კომპანიის მოგება.
Zappos
ყველასათვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ შოპინგ ცენტრი. იგი ყოველთვის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აწესებს მომხმარებლის მოთხოვებზე ზრუნვის საკითხში, შესაბამისად ისინი ასტრალური მასშტაბების ციფრულ მარკეტინგს აწარმოებენ. Zappos თავის მომხმარებელს 365 დღიან ფულის დაბრუნების გარანტიას სთავაზეობს, ასევე უფასო მიწოდებას და უკან დაბრუნების მომსახურებას, თუ მომხმარებელი საიტზე შეძენილი ნივთის გაცვლას ან საერთოდ მის უკან დაბრუნებას გადაწყვეტს.
შედეგად, Zappos არ სჭირდება ბევრი მუშაობა თავისი ონლაინ არსებობის გასაპიარებლად, მისი პოლიტიკა იმდენად მიმზიდველია მომხმარებლებისათვის, რომ ისინი ერთმანეთს უზიარებენ კომპანიის ფასებს სრულიად ორგანულ და ადვილად გავრცელებად მოდის ინდუსტრიაში. თუმცა, რა თქმა უნდა, Zappos მაინც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებს ონლაინ მარკეტინგში.
ამის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონტენტ მარკეტინგი ნამდვილად არის მომავლის გზა, თუმცა მისი ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, ის იყოს სწორად დაგეგმილი.
American Express (AMEX)
თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანებს ძალიან ეხმარება ონლაინ ჯგუფები, რომლებსაც კომპანიები ქმნიან რათა ადამიანებს საკუთარ სფეროში აქტივობაში დაეხმარონ. თუმცა რეალურად ღირებული ჯგუფის შექმნა მარტივი საქმე არაა. ასეთის შექმნა მოახერხა American Express-მა. მისი მიერ შექმნილი ვებგვერდი Open Forum - სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს იწვევს საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად. შედეგად იქმნება საიტი ღირებული კონტენტითა და უამრავი ვიზიტორით, რომლებიც კეთილგანწყობილები არიან American Express-ის მიმართ.
ამ კომპანიის მაგალითზე ნათლად ვხედავთ, რომ აუცილებელი არაა კონტენტის შემქმნელი თავად კომპანია იყოს. საკმარისია, მოძებნოთ წარმატებული ადამიანები, რომლებიც თქვენი ბლოგისთვის რამდენიმე სტატიას დაწერენ. შედეგად, მათი მკითხველები თქვენს აუდიტორიად იქცევიან. სწორედ ეს არის წარმატებული კონტენტ მარკეტინგის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც მომხმარებლების რაოდენობას ზრდის და ფინანსურ დანახარჯებს ამცირებს.
Airbnb
ეს არის კომპანია, რომელმაც მოგზაურობისა და სამოგზაურო საცხოვრებელი ადგილის მოძებნის გზა სრულიად შეცვალა. მისი წარმატების საიდულო ისაა, რომ ვებგვერდი მხოლოდ ბინების გაქირავების სერვისს არ გვთავაზობს. ეს არის სამოგზაურო ფორუმიც, სადაც უამრავ ფოტოსა და საინტერესო პოსტს ნახავთ ამა თუ იმ ქალაქის, უბნის, სახლის შესახებ.
სოციალური მედიის აქტიურ წარმომადგენლებს შორის Airbnb ნამდვილად კაშკაშა ვარსკვლავია. 2015 წელს ინსტაგრამ კამპანიის შედეგად, კომპანიამ 13,3 მილიონი ინტერაქცია მიიღო და გამომწერების რაოდენობა 341 პროცენტით გაზარდა.
მისი მაგალითიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ შეთავაზებაზე მოთხოვნის ზრდა, მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხზე მუშაობით უნდა მოახერხოთ. შექმენით ინტერესი კონტენტის საშუალებით და შემოსავალი თავისით მოვა.
"ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდების" შესახებ "პალიტრა მედიის" მიერ ორგანიზებული ვორკშოპი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, სილიკონ ველის ახალ სამუშაო სივრცეში გაიმართება.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სპიკერებად წარსდგებიან სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები: საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი -მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ლევან ტაბატაძე- ვებ დიზაინერი და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.