ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სუპერმარკეტ „სპარში“ ნაყიდი როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ ობიანი იყო, შიგთავსში კი მატლები ჰქონდა.
ამის შესახებ, ინფორმაციას "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე.
momxmarebeli.ge-ს ცნობით, მომხმარებელმა 9 ოქტომბერს დაფარული კომენტარით აცნობა, რომ „სპარში“ ნაყიდ როშენის შოკოლადში „ქენდი ნათსი“ მატლები აღმოაჩინა.
„საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია „სპარში“ (სს„ფუდმარტი“, ვაჟა-ფშაველას გამზ 2) შევიძინეთ როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით. სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში წერილი უკვე გაიგზავნა“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.