9 "ჯანსაღი" საჭმელი, რომელიც  ჯანმრთელობისთვის საშიშია

კვება საკმაოდ რთული და სერიოზული საკითხია. კალორიებისა  და ცილების დათვლასა და ვიტამინების ბალანსის გამოანგარიშებისას, ადვილი ხდება რომელიმე პროდუქციის მარკეტინგულ ხაფანგში გაებათ. ამიტომაც, პოპულარულმა გამოცემამ INSIDER გადაწყვიტა, ე.წ. "ჯანსაღი" საკვების შესახებ მითები დაემსხვრია. მან ყველაზე გავრცელებული პროდუქტები შეარჩია.

იოგურტი

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ იოგურტი ჯანსაღი საკვებია. სინამდვილეში, მაშინაც კი, როცა იგი ცხიმგაცლილია, სავსეა შაქრით. 1 პატარა იოგურტი 4 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. ამიტომ ნუ მოიხიბლებით, თუკი ეტიკეტზე იპოვით წარწერას "fat-free".

თეთრი პური

ხორბლის პური მართლაც ფანტასტიურია. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხშირად შეფუთვას შეცდომაში შევყავართ. იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვაზე აწერია "100% მთელი ხორბალით", უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას სინამდვილეში ცოტაოდენი მთელი ხორბალი აქვს შერეული, მარკეტინგისათვის.

მოხდილი რძე

„მოხდილი რძე არ არის ჯანსაღი და არ არის კარგი თქვენი წონისათვის“ - ამბობს დიეტოლოგი ლოურენ სლეიტონი და გვირჩევს, რომ იგი არ მივიღოთ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ჩვენ რძეს ყველანაირ ცხიმს მოვაშორებთ (ანუ „მოვხდით“) იგი ყველანაირი სასარგებლო თვისებას კარგავს.  ამის ნაცვლად ის გვირჩევს მივიღოთ ნაკლებცხიმიანი, ან ცხიმიანი რძე. ანდაც სულაც ნუშის რძე.

სალათის სოუსები

ისინი სავსეა შაქრითა და ნატრიუმით. მაღაზიებში სოუსების ფართო არჩევანია, მაგრამ ისინი ხელოვნური ინგრედიენტების, დანამატებისა და კონსერვანტების ნაზავია და არაჯანსაღ საკვებად ითვლება. კარგი იქნება თუ მათ ყურძნის ძმრითა და ზეითუნის ზეთით ჩავანაცვლებთ.

გრანოლა (შვრიის, შაქრის ქოქოსის, ქიშმიშის, ნიგოზის მშრალი ნარევი)

საქმე ისაა, რომ ეს პროდუქტიც საკმარისზე მეტ შაქარს შეიცავს. „ არ გაისულელო თავი და არ იფიქრო, რომ რაკი ერთ-ორი ინგრედიენტი ჯანსაღია, საკვბიც ჯანსაღი იქნება“, - გვაფრთხილებს მაიამელი მკვლევარი დოქტორი მაიკლ ფორმანი.

bpnენერგეტიკული შოკოლადები

მასზე  იგივე პრინციპი ვრცელდება, რაც გრანოლაზე. მიჩნეულია, რომ ეს პროდუქტი კარგი საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად და ენერგიის მოსამატებლად. სინამდვილეში კი იგი გაჯერებულია შაქრით, ცხიმითა და ხელოვნური ინგრედიენტებით.

"სმუზი" (ბლანტი, სქელი სასმელი დამზადებული ხილისა და იოგურტისაგან)

დაბლენდერებული ხილი ვერ ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ბევრად უკეთესი იქნება თუ თითოეულ ხილს, რომელსაც ბლენდერში ვყრით, პირვანდელი ფორმით შევჭამთ.

ვეგეტარიანული, ბოსტნეულის ჩიფსები

დამუშავებული ბოსტნეული არც საკვებად ითვლება და არც სასარგებლოდ. არ აქვს მნიშვნელობა,  როგორ დამზადდა ჩიფსი, ფაქტია, რომ ყოველთვის ჯობია ბოსტნეული ნედლი სახით მიივიღოთ.

ჩირი

უმეტესობას დამატებული აქვს შაქარი. ზოგჯერ კი მარილიც. „ჩვენ ცუდი ნიუსი გვაქვს თქვენთვის, თუკი გიყვართ გაყინული მანგო, ან მოცვი. ქიშმიში, გარგარი, შავი ქლიავი და ლეღვი - ესენი მართლაც ის პროდუქტებია, რომლებიც შაქრის დამატებას არ საჭიროებენ“, - წერს დიეტოლოგი კრისტინ კირკპეტრიკი.