არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.
როგორც შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, მიღებული ანგარიშებისა და დეკლარაციების ანალიზის შედეგად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6-კვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 6,983,756 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 646,775 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 507,730 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 202,811 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 75,892 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 66,084 ლარი.
აქედან რეკლამისთვის გახარჯულია 5,805,562.00 ლარი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 4,939,306 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 396,347 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 345,862 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 285,250 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 95,300 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 28,747 ლარი.
შუალედური ანგარიშის თანახმად, ჯამში მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 173,420 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 135,036 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 78,844 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 20,135 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, - 16,293 ლარი.