ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო, ბოლო სამ წელში 53 411 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
შესაბამისი მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
შსს-ის მონაცემებით, 52 516 შემთხვევაში გამოწერილია 10 ლარიანი ჯარიმა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას გულისხმობს, ხოლო 895 შემთხვევაში გამოწერილია 100 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ავტოტრანსპორტი მფლობელი იურიდიული პირის ან ინდმეწარმის დაჯარიმებას გულისხმობს.
მძღოლების მიმართ გამოწერილი 10-ლარიანი ჯარიმების სტატისტიკა ასე გამოყურება: 2015 წელს - 21 286 სამართალდარღვევის ქვითარი, 2016 წელს - 18 083; ხოლო 2017 წლის 1 იანვარიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში -13 147 საჯარიმო ქვითარია შედგენილი.
რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმების სტატისტიკას, 2015 წელს შედგენილია - 244, 2016 წელს - 291 და 2017 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში - 360 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქვითარი.
საუბარია, 3.5 ტონაზე მეტი მასის მქონე სატვირთო ავტომობილებსა და 8 ან მეტი დასაჯდომ ადგილიან სამგზავრო ავტომობილებზე, რომელთათვისაც მოქმედი კანონმდებლობით პერიოდული ინსპექტირება სავალდებულოა.