კომპანია Apple-ის სმარტფონებში ახალი მოდელი უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე მისი წინამორბედი.
როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს იმის გამო, რომ iPhone8 დიდი ვერაფერი სიახლით გამოირჩა, მომხმარებელი მის წინამორბედ iPhone7 -ს ანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მოდელში პროცესორი გაძლიერებულია, ფოტოკამერა გაუმჯობესებულია და ბონუსად უსადენო დატენვის ფუნქციითაც არის აღჭურვილი, მომხმარებლები მაინც „შვიდიანს“ უფრო მეტად ყიდულობენ, ვიდრე ახალ „რვიანს“. ამის ერთ-ერთი მიზეზია ფასიც - ახალ და ძველ მოდელებს შორის ფასის სხვაობა 150 დოლარია, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე მთავარი მიზეზი მაინც iPhone X გახლავთ, რომლის ბაზარზე გამოჩენას ელოდება მომხმარებელი.
როგორც ცნობილია, კომპანიამ iPhone X „მომავლის სმარტფონად“ გამოაცხადა და შესაბამისად მის მიმართ მოლოდინი დიდია. აღნიშნული სმარტფონის გაყიდვები 3 ნოემბერს დაიწყება.
ასე რომ, მიუხედავად iPhone 7-ის ჯერ კიდევ წარმატებული გაყიდვებისა, სპეცილისტების აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ 350 მილიონი iPhone-ის მფლობელი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არ შეიცვლის ტელეფონს და არ გადავა გაუმჯობესებულ iPhone X-ზე, 8-ზე ან 8 Plus-ზე.
კოკა კვირკველია