უგემრიელესი ნუგბარი, რომელიც საბავშვო ღონისძიებებზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს

ბამბის ნაყინი - გემრიელი ნუგბარი, რომელიც ნებისმიერი ბავშვის საყვარელი ტკბილეულია უკვე რამდენიმე თვეა, გასართობი ღონისძიებების უცვლელ ატრიბუტად იქცა. პროდუქტს სტარტაპი „100% ბამბა აწარმოებს.“ როგორც მისი დამფუძნებელი, ნატა ნათაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბამბის ნაყინი სტანდარტების სრული დაცვით და ჰიგიენური ნორმების გათვლალისწინებით მზადდება.

„დღესდღეობით ქუჩაში არაერთ კუსტრაულად დამზადებულ აპარატს შეხვდებით, ზოგჯერ წარმოუდგენლად ცუდ პიობებში ხდება ბამბის ნაყინის დამზადება. არადა, პროდუქტი ძირითადად ბავშვებისთვისაა გათვლილი. ეს ის სეგმენტია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებას და ზრუნვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვენგრია სტერეოტიპი, რომელიც ბამბის ნაყინის მიმართ არსებობს და მომხმარებლისთვის გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტები შეგვეთავაზებინა.“-აღნიშნავს ნატა ნათაძე.

bpnსტარტაპი ბაზარზე მაისში გამოჩნდა. დღეს კი „100% ბამბა“ ბევრ ცნობილ „ივენთ კომპანიასთან“ თანამშრომლობს. იღებს შეკვეთებს კორპორატიული წვეულებებისთვის და ასევე ინდივიდუალური ღონისძიებებისთვის. „100% ბამბა“ მომხმარებლებს მთელი თბილისის მასშტაბით და მიმდებარე აგარაკებზეც ემსახურება.

რაც შეეხება ფასებს, 100% ბამბის გამოძახება თბილისის მასშტაბით, 170 ლარი ღირს. ამ თანხაში შედის ტრანსპორტირება და ულიმიტოდ ბამბის ნაყინების ადგილზე დამზადება. ყოველი შემდეგი საათის დამატების შემთხვევაში კი ღირებულება მცირდება. ხოლო, სამი საათის შემდეგ, კომპანია მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

„გამოძახების შემთხვევაში, ჩვენ მივდივართ ჩვენი სტენდით, აპარატით, მომსახურე პერსონალით და რა თქმა უნდა, უგემრიელესი ტკბილეულით, რომელიც ყველა ბავშვს განსაკუთრებით უყვარს.“-ამბობს ნატა ნათაძე.

გარდა შეკვეთებისა, სტარტაპი საკუთარი ინიციატივით, სხვადასხვა საქალაქო ღონისძიებაშიც იღებს მონაწილეობას. მაგალითად, „100% ბამბის სტენდი“ წარმოდგენილი იყო თბილისობასა და მცხეთობაზე. როგორც ნატა ნათაძე ამბობს, სტარტაპის მიერ დამზადებულ ბამბის ნაყინების დაგემოვნების შესაძლებლობა ახალი წლის პერიოდისთვის მომხმარებელს კიდევ ბევრ ღონისძიებაზე ექნება.

უახლოეს პერიოდში „100% ბამბა“ თბილისის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრშიც განთავსდება. ამ ეტაპზე „100% ბამბა“ ორი სახის ბამბის ნაყინს ამზადებს: ღია ვარდისფერს და ლიმნისფერს. შაქრის გარდა, პროდუქტის შემადგენლობაში კვებითი საღებავიცაა, თუმცა როგორც ნატა ნათაძე ამბობს, ძალიან მცირე რაოდენობით და ამვადროულად, აღნიშნული დანამატი ჯანმრთელობისთვის უსაფრთოა.

bpnახლო მომავალში „100% ბამბა“ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბამბის ნაყინებსაც დაამზადებს. ნატა ნათაძე ახალი დანადგარების შეძენას აპირებს. ცოტა ხნის წინ კომპანია „თიბისი ბანკის“ სტარტაპ პროგრამაში ჩაერთო. კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ნატა ნათაძე სტარტაპ სესხით სარგებლობას აპირებს.

„დავესწარი „თიბისი ბანკის“ ტრენინგებს, რომლებიც სპეციალურად სტარტაპებისთვის ტარდება. პროგრამა სტარტაპერი გაძლევს უზარმაზარ მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას. სანამ საკუთარ მცირე ბიზნესს წამოვიწყებდი, წლების განმავლობაში საბანკო სფეროში ვიყავი დასაქმებული და უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ სტარტაპისთვის, გამოუცდელი კომპანიისთვის სტარტაპსესხის აღება ნამდვილად წარმოუდგენელი რამ იყო. მათ ბანკები მინიმუმ ექვსთვიან გამოცდილებას და გარკვეულ კაპიტალს სთხოვდა გარანტად. დღეს კი „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერის“ დახმარებით, ეს ბარიერები მოხსნილია“ - აღნიშნავს ნატა ნათაძე.

#სტარტაპერი

ფოტოები: ADvan/ედვენი

ქრისტინე გამთენაძე