"მწვანე ბარათი" შესაძლოა, ბოლოჯერ გათამაშდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების ლეგალური უფლების მოსაპოვებლად "მწვანე ბარათის" გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 22 ნოემრის 20:00 საათამდე უნდა გაიარონ. როგორც Allnews.ge-ისთვის გახდა ცნობილი ეს, შესაძლოა, მწვანე ბარათის გათამაშების ბოლო შემთხვევა იყოს. ამიერიდან, თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე, აშშ-ის ტერიტორიაზე ცხოვრების ლეგალური უფლების მოპოვების მსურველებს, სავარაუდოდ კონკურსში მონაწილეობა მოუწევთ, მწვანე ბარათს კი ის 140 აპლიკანტი მიიღებს, რომელიც აღნიშნულ კონკურსში უმაღლეს ქულებს დააგროვებს.

შეგახსენებთ, რაში მდგომარეობს ტრამპის ახალი საიმიგრაციო ინიციატივა.

ქულების სისტემას ავსტრალია და კანადა უკვე დიდი ხანია იყენებს და სწორედ აღნიშნულმა მოდელმა დაიმსახურა აშშ-ის პრეზიდენტის მოწონება.

პოტენციურ მიგრანტს ქულები სხვადასხვა კატეგორიების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიენიჭებათ.

ინიცირებული სისტემის მიხედვით, სასურველია აპლიკანტი 26-31 ასაკობრივ კატეგორიაში ხვდებოდეს, ჰქონდეს ამერიკის დოქტორის ან პროფესორის ხარისხი, ინგლისურად იდეალურთან მიახლოვებულად საუბრობდეს, და სამსახურიდან დაახლოებით, სამჯერ მეტ ანაზღაურებას უნდა სთავაზობდნენ ვიდრე იმ ქვეყანაში აქვს, რომელშიც ცხოვრობდა. ოლიმპიური მედალი და ნობელის პრემია პლუსად ჩაითვლება. საბოლოო ჯამში, კანდიდატმა სულ მცირე 30 ქულა უნდა მოაგროვოს რათა ამერიკის ფარგლებში ცხოვრების უფლება მოიპოვოს.

როგორ ნაწილდება ქულები:

ასაკი:

18-დან 21 წლის ადამიანებს 6 ქულა მიენიჭებათ, მაშინ როცა 22-დან 25 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოხვედრილები 8 ქულას მიიღებენ. ყველაზე მაღალი ქულით 26-დან 30 წლის ადამიანები შეფასდებიან, მათ 10 ქულა მიენიჭებათ. ამის შემდეგ ქულები კვლავ კლებას დაიწყებს და ადამიანი, რომელიც 31-დან 35 წლის ასაკობრივ კატეგორიაში იქნება 8 ქულას მიიღებს, 36-დან 40-მდე - 6 ქულას, 41-დან 45-მდე 4 ქულას და 46-დან 50-მდე 2 ქულას. 18 წლამდე და 50 წელს ზემოთ ადამიანები ქულას საერთოდ ვერ მიიღებენ.

განათლება:

ამ შემთხვევაში ქულები უმაღლესი ხარისხების მიხედვით ნაწილდება. ამერიკის სასკოლო განათლების მქონე პირი ერთ ქულას მიიღებს ისევე როგორც ადამიანი, ვინც საზღვარგარეთ ეკვივალენტურ განათლებას მიიღებს. საზღვარგარეთის ბაკალავრის ხარისხის მქონე ადამიანი 5 ქულას მოიპოვებს, ამერიკის ბაკალავრის ხარისხი კი 6 ქულას. პირი, რომელსაც მაგისტრის ხარისხი ამერიკის ფარგლებს მიღმა აქვს მიღებული, 7 ქულას მიიღებს, ამერიკის მაგისტრის ხარისხის მქონე კი ერთი ქულით მეტს მოიპოვებს. საზღვარგარეთ მიღებული დოქტორის ხარისხი ახალი სისტემის მიხედვით 10 ქულას დაიმსახურებს, იგივე განათლება მიღებული ამერიკაში 13 ქულას მოგაპოვებინებთ.

ინგლისურის ენის ცოდნა:

ქულა ინგლისურის ცოდნისთვისაც მოგენიჭებათ, ცოდნის დონე კი სტანდარტული ტესტის მიხედვით შემოწმდება. აპლიკანტი, რომელსაც 60%-ზე ნაკლები სწორი პასუხი ექნება ქულას ვერ დაიმსახურებს. 60-დან 80%-მდე სწორი პასუხი 6 ქულას მოგაპოვებინებთ, 80-დან-90%-მდე - 10 ქულას, 90% და ზემოთ 11 ქულა, თუ ტესტის პასუხების აბსოლუტურად სწორი გექნებათ 12 ქულას მიიღებთ.

სამუშაო შემოთავაზება:

ამ შემთხვევაში ქულები ამერიკის ფარგლებში შემოთავაზებული სამსახურის ანაზღაურების მიხედვით განაწილდება. პირი, რომლის შეთავაზებული ანაზღაურება მშობლიურ ქვეყანაში საშუალო ხელფასს 150%-ით გადააჭარბებს 5 ქულა მიენიჭება, თუ 200 %-ით გადააჭარბებს 8 ქულას მიიღებს და 300%-ით გადაჭარბების შემთხვევაში, 13 ქულას დააგროვებს. იხილეთ გაგრძელება