კორპორაცია "ფილიპსი" საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგავს

სოფლის მეურნეობის მინისტრი, შალვა ფიფია ჰოლანდიური კომპანია "როიალ ფილიპსის" აღმასრულებელ დირექტორს, ჰარი ჰენდრიქსს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, კომპანია ”ფილიპსის”  წარმომადგენლებმა საქართველოში, სოფლის მეურნეობის სექტორში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შალვა ფიფიას განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

როგორც ჰარი ჰენდრიქსმა აღინიშნა, კორპორაცია "ფილიპსი" საქართველოში რეგიონალურ ოფისს გახსნის, საიდანაც კომპანიის პროდუქციის დისტრიბუცია და სერვისებით მომსახურების უზრუნველყოფა მოხდება როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც.