თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე საცობების განტვირთვის მიზნით ე.წ. შავი წერტილების გამოსავლენი სპეციალური პროგრამის დანერგვას გეგმავს.
ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, „თვითმმართველობა 2017“-ის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.
„პრობლემა მართლაც სერიოზულია, თუმცა მარტო ნაგვის და სადისტრიბუციო მანქანებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ იმ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ქალაქში საცობების თვალსაზრისით. პირველი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ხიდები, ესტაკადები, გზების გაფართოება. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების ჩამოყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.