ტყიბულის რაიონის სოფლებში ენერგომომარაგება უმჯობესდება

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში "აცხადებენ,  კომპანია მომხმარებელთა ენერგომომარაგების გასაუმჯობესებლად ქსელის სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას განაგრძობს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულის მომსახურების ცენტრში მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ორპირში" მიმდინარე სამუშაოების შედეგად სოფლების - გელათის, მოწამეთას, ორპირის, ცუცხვათის, კურსების და კიდევ თოთხმეტი სოფლის 3600 აბონენტის ენერგომომარაგება უფრო საიმედო გახდება.

”ენერგო-პროში” ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაზრდის მიზნით, 35/6 კვ ქვესადგურ "ორპირის" ეზოში 6 კილოვოლტის გამანაწილებელი მოწყობილობა დამონტაჟდა, შეიცვალა სადენები.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მ/ძ ქვესადგური "ორპირი" საკვანძო ქვესადგურია, რომელიც ძაბვას ტყიბულის რაიონის 19 სოფელს და ხრესილის წევის ქვესადგურს აწვდის. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ძაბვა ქუთაისს მიაწოდოს.

მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ენერგო-პრო ჯორჯია" იმერეთის რეგიონის ყველა მომსახურების ცენტრში ახორციელებს.