„თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალისტები უკვე ცნობილია.
როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ჟიურიმ 6 ნომინაციაში სამ-სამი ფინალისტი გამოავლინა: წლის ინოვაციური ბიზნესი - My GPS, ფინა, Inebe.ge; წლის მცირე ბიზნესი - დასტა, ნატა ბუაჩიძის სტუდია, Alter Socks; წლის ტურისტული ბიზნესი - სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი, სასტუმრო კაბადონი, Husky Park; წლის აგრო ბიზნესი - შპს ნიბა 2008, შპს ბლუბერი, შპს ქართული თევზი; წლის ქართული პროდუქტი - გეფერინი, კულა, სავანეთი; წლის ბიზნესი - ჰერბია, დიო, აიბი მთიები; მეშვიდე ნომინაციაში, წლის სტარტაპერი, ხმის მიცემა რამდენიმე კვირაში ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე დაიწყება. საყოველთაო ხმის მიცემაში მონაწილეობას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც ამ ნომინაციაში დარეგიტრირდა - სულ 233 სტარტაპერი.
რაც შეეხება პროექტს, ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს 661 კომპანია. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ. პროექტის გამარჯვებულებს ჟიური დეკემბერში, ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლენს.