ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, თბილისის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ”ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ” ხმების 58% მიიღო, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 16%.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნებში თბილისში ამომრჩეველთა 9%-მა ”ევროპულ საქართველოს” დაუჭირა მხარი, ხოლო 5%-მა - ”პატრიოტთა ალიანსს”.
ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს.
დღევანდელ არჩევნებში ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევდა. ქვეყნის მასშტაბით 3 644 უბანზე საარჩევნო პროცესი ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა.
არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებული იყო მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902 იყო.