წინასწარი მონაცემებით, თბილისის მასშტაბით პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 53,49 %-ით პირველ ადგილზეა

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში თბილისის მასშტაბით 53,49 %-ით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს.

ამ დროისთვის 737 უბნიდან 301 უბნის მონაცემებია დათვლილი.

უფრო კონკრეტულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:

„ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ – 13 943 ხმა (9,05 %), „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – 4 895 (3,18%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 26 733 (17,35 %), „რესპუბლიკური პარტია“ – 2 286 (1,48 %), „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 8 854 (5,75 %), „მემარცხენე ალიანსი - 232 (0, 15 %), „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 5 948 (3,86 %), „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 242 (0, 16 %), „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 339 (0,22%), „საქართველო“ – 624 (0,4 %), „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ – 5 148 (3,34 %), „ზვიადის გზა“ – 369 (0,24 %), „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 915 (0,59 %), „სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“ – 321 (0,21 %), „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 814 (0,53 %), „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 82 430 (53,49 %).