ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Wataniya Airways საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში, ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
მათივე ცნობით, Wataniya Airways-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიენიჭა.