ელექტრონულმა ვალუტამ, Bitcoin-მა გასულ კვირას კიდევ ახალი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ 100 მილიარდს გადააჭარბა. ინვესტორების მხრიდან იზრდება მოთხოვნა, რადგან სულ უფრო ნელდება მისი გამომუშავება და ნოემბრის გაყოფამდე ცდილობენ ბიტკოინის შეძენას რაც, ბუნებრივია, ზრდის მის ფასს. კვირის ბოლოს Bitcoin-ის ფასი 5094$-დან ავიდა 6032$-მდე.
ნავთობი ძირითადად არასტაბილურად მოძრაობდა 16-20 ოქტომბრის სესიის დროს. კვირის დასაწყისში შავი ოქრო უფასურდებოდა, რადაგნ ინვესტორები თავს იკავებენ ნავთობზე ვაჭრობისგან 30 ნოემბერს ვენაში ჩანიშნული ოპეკის მომდევნო შეხვედრის გამო, სადაც ექსპორტიორმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება წარმოების შეზღუდვაზე.
კვირის ბოლოს ნავთობი მცირედით გამყარდა, რადაგან ქურთისტანში პოლიტიკური დაძაბულობა ხელს უშლიდა ნავთობის ექსპორტს და წარმოებას ერაყში, რამაც ფასის მკვეთრი გაზრდა გამოიწვია. მთლიანობაში კვირის მანძილზე Brent-ის ხარისხის ნავთობი ავიდა 56$-დან 57$-მდე, ხოლო Wti-ის მარკის 50$-დან 52$-მდე.
არანაკლებ აქტიური იყო ოქრო. ძვირფასი მეტალი მკვეთრად დასუსტდა ამერიკული დოლარის გამყარების გამო. დოლარის გამყარება გამოწვეული იყო ამერიკაში მიმდინარე მოვლენებით, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო რეფორმასთან.
ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, ამერიკის სენატმა დაამტკიცა ახალი ბიუჯეტი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია ჩაატარა და დადებითად შეაფასა სენატის გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, რომ ახალი რეფორმა აუცილებლად იქნება მორგებული ყველა კატეგორიის მოქალაქეზე. ამ მოვლენების ფონზე დოლარის ინდექსი გამყარდა, ხოლო ოქროს ფასი 1305$-დან ჩამოვიდა 1276$-მდე.
გასულ კვირას ფორექსზე აქტიურობით გამოირჩეოდნენ ბრიტანული ფუნტი, კანადური დოლარი და იაპონური იენა, ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების ფონზე.
ბრიტანული ფუნტი კვირის მანძილზე სუსტდებოდა ქვეყნიდან გამოსული უარყოფითი ინფორმაციების გამო. ბრიტანეთმა უმუშევრობის დონე გამოაქვეყნა 4.3%, ხოლო საცალო გაყიდვები გამოვიდა 1.2% ნაცვლად 2.3%-ისა. ჯამში კვირის მანძილზე GBP/USD-ის წყვილი 1.33-დან ჩამოვიდა 1.30-მდე.
ასევე აქტიური იყო კანადური დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში, რომელიც კვირის დასაწყისში ცდილობდა გამყარებას ტექნიკურად. მაგრამ კვირის ბოლოს გამოსულმა უარყოფითმა ინფომრაციებმა ისევ დაასუსტა კანადური ვალუტა.
პარასკევს, 20 ოქტომბერს, კანადიდან გამოვიდა უარყოფითი საცალო გაყიდვების მაჩვენებელი -0.3% ნაცვლად 0.4%-ის. ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის უარყოფითი მაჩვენებელი 0.2% ნაცვლად 0.3%-ისა, რის ფონზეც კანადური დოლარი დასუსტდა. მაგალითად, USD/CAD-ის წყვილი 1.24-დან ავიდა 1.26-მდე.
კვირის გმირად შესაძლოა ჩაითვალოს იაპონური იენა, რომელიც განაგრძობს გამყარებას. 28 სექტემბერს იაპონიის მრემიერმა, შინზო აბემ, დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა 22 ოქტომბერს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა შინზო აბეს ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას უჭერდა მხარს, რის ფონზეც იაპონური იენა 19 და 20 ოქტომბერს გამყარდა ყველა ძირითად ვალუტასთან. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა ზელანდიურ დოლართან. NZD/JPY-ის წყვილი 80.93-დან ჩამოვიდა 78.79-მდე.
გადავიდეთ მიმდინარე კვირაზე. იაპონიაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. წინასწარი მონაცემებით გაიმარჯვა პრემიერ შინზო აბეს ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ. ჩვენი აზრით დღეს შესაძლოა იენამ გააგრძელოს გამყარება. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ NZD/JPY, AUD/JPY CAD/JPY, USD/JPY წყვილებს.
სამშაბათს, 24 ოქტომბერს, საქმიანი აქტიურობის ინდექსს გამოაქვეყნებენ: ღამის 4 საათსა და 30 წუთზე იაპონია, 11 საათზე საფრანგეთი და გერმიანია, 12 საათზე მთლიანად ევროზონა, ხოლო 17 საათსა და 45 წუთზე ამერიკა. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება: USD/JPY; EUR/USD და USD/CHF.
ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, ღამის 4 საათსა და 30 წუთზე ავსტრალიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა მთლიანი შიდა პროდუქტი. ხოლო 18 საათზე კანადის ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. ვაჭრობა აქტიური იქნება: AUD/USD; GBP/USD; USD/CAD და GBP/CAD-ის წყვილებზე.
ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა სავაჭრო ბალანსი. ხოლო 15 საათსა და 45 წუთზე ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. ვაჭრობა რეკომენდირებულია: AUD/NZD; EUR/NZD; EUR/USD; და EUR/GBP-ის წყვილებზე.
პარასკევს, 27 ოქტომბერს, გამთენიის 4-ის ნახევარზე იაპონიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასები. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკიდან გამოვა მ.შ.პ. ყურადღება მიაქციეთ იაპონურ და ამერიკულ ვალუტებს.