ერაყმა გაზარდა ნავთობის ექსპორტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან 200 ათასი ბარელით/დღე-ღამეში, რათა შეავსოს კირკუკიდან მიწოდების დეფიციტი. ამის შესახებ ინფორმაცია ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
ბასრის რაიონში მდებარე ერაყის საბადოებიდან ექსპორტი გაიზარდა - ასე გადაწყვიტეს ქვეყანაში ნედლეულის უკმარისობის კომპენსირება, რომელიც წარმოიქმნა კირკუკის პროვინციაში წარმოშობილი პრობლემების გამო. ნათქვამია ქვეყნის ნავთობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყება ირწმუნება, ბასრიდან მიწოდების გაზრდა "ოპეკი +"-ის შეთანხმების მონაწილეთა მიერ დადგენილი კვოტების შესრულების ფარგლებში განხორციელდა.