აშშ ლტოლვილების მიღებას განაახლებს, თუმცა „განსაკუთრებული რისკის გამო“ 11 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოთხოვნებს გაამკაცრებს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაბამის ბრძანებას მოაწერს ხელს.
„ლტოლვილების მიღება განახლდება, მაგრამ მოთხოვნები გაფართოებული იქნება“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. რომელ 11 ქვეყანაზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.