რა ღირს დოლარი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში

ერთდღეში ლარი დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულება 2.5206 ლარი გახდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ღირს დოლარი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. ამ დროისათვის, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულება ძირითადად 2.52-2.54-ის ფარგლებში მერყეობს. კერძოდ, მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის გაყიდვა 2.48-2.50 ლარად შეუძლიათ, ხოლო მისი შეძენა 2.52-2.54 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

კომერციულ ბანკებში კი ამ დროისათვის, დოლარის შეძენის ფასი 2.54-2.56 ლარის ფარგლებში მერყეობს.

კერძოდ, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.56 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.48 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5620 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი ჩაბარება - 2.4780 ლარადაა შესაძლებელი.

„ლიბერთი ბანკში“ კი 1 ამერიკული დოლარი 2.54 ლარი ღირს, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს - 2.48 ლარად შეუძლიათ.

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.56-ია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2.49 ლარად შეძლებენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში ევროს შეძენის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა. კერძოდ, „საქართველოს ბანკში“ 1 ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.022 ლარად შეუძლიათ; „თიბისი ბანკში“ - 3.04-ად; „ლიბერთი ბანკში“ - 3.0210 ლარად; „ვითიბი ბანკში“ კი ევროს შეძენა - 3.03 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, ევროს ყიდვა მოქალაქეებს 2.96-2.99 ლარად შეუძლიათ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით კი, ევროს კურსი 2.9635 ლარია.