არაბი შეიხების ცხოვრება ფუფუნებაში და ზღაპრული სასახლეები (+ფოტო)

არაბი შეიხები სიმდიდრისა და ფუფუნების ეტალონებად მიიჩნევიან. საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მსოფლიოს ყველაზე მეტი მდიდარია თავმოყრილი.

მათი ცხოვრება ოქროს მდინარესავით მიედინება და მსოფლიო მოსახლეობის შურსა და ინტერესს იწვევს. ბევრი რამ მათ ყოფა-ცხოვრებაზე ლეგენდის დონეზეა ცნობილი, თუმცა მათი საცხოვრებლების ფოტომასალაც პერიოდულად ვრცელდება.

წარმოგიდგენთ არაბ შეიხთა აპარტამენტებს - გემოვნებაზე ნუ ვიდავებთ, ფუფუნება კი უდავოდ თვალშისაცემია.

სხვათა შორის, შეიხებს ისეთივე ეჭვიანი დამოკიდებულება აქვთ სახლებისადმი, როგორც საკუთარი ცოლებისადმი - უცხო თვალისთვის საჩვენებლად არ ემეტებათ. გავრცელებული ფოტოების უმრავლესობა პაპარაცულია ან მანამდეა გადაღებული, სანამ ამ სახლებში შეიხები დაბინავდებოდნენ.

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები სამსართულიანი შუშის სასახლეა, რომელიც არქიტექტორებმა Leona & Harry Helmsley-მა შექმნეს. მოგვიანებით ის შეიხმა საუდ ალ შალაანმა გამოისყიდა. მისი არქიტექტურული ელემენტები ინდური ტაჯ-მაჰალის მსგავსია. 27 ხელოსანი ამ სასახლეში 2 წლის მანძილზე შრომობდა. მისი ფართობი 540 კვადრატული მეტრია.

იხილეთ ფოტოგალერეა