ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 37 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650%-ით, მაქსიმალური 7.750%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.718%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.