თბილისში ”თეგეტა მოტორსის” ახალი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ”თეგეტა მოტორსმა” ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა.

ახალ სავაჭრო ობიექტში წარმოდგენილია მხოლოდ სპეცტექნიკის ნაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, საბურავები, აკუმულატორები, დამატებითი მოწყობილობები და სხვა აქესესუარები.

როგორც ”თეგეტაში” აცხადებენ, ახალ სავაჭრო ობიექტში მომხმარებელს დახვდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

”აღნიშნულ სეგმენტზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გადავწყვიტეთ ცალკე მაღაზიაში წარმოგვედგინა ნებისმიერი კატეგორიის სპეცტექნიკის როგორც სათადარიგო ნაწილები, ასევე სხვა აქსესუარები. აქ მომხმარებელს დახვდება მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. მაღაზია მოემსახურება როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით”, - აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

როგორც ”თეგეტა მოტორსის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მშვილდაძემ განაცხადა, ახალი სპეციალიზებული მაღაზიების გახსნა კიდევ იგეგმება.

”ეს სპეციალიზებული მაღაზიაა. ჩვენი მომხმარებელი სხვადასხვა ობიექტებზე იღებდა ასეთ მომსახურებას, მაგრამ იქ იყო უფრო შერეული. მომხმარებლის მოთხოვნას გაგებით მოვეკიდეთ, გავხსენით სპეციალიზებული მაღაზია და ვფიქრობ, რომ წარმატებული ობიექტი იქნება. კიდევ ვაპირებთ რამდენიმე სპეციალიზებული მაღაზიის გახსნას დიღმის ტერიტორიაზე”, - განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.