ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9813 ლარი გახდა.
დღეს მოქმედი კურსი 2.9635 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0178 ლარი შეადგინა.
ევროსთან მიმართებაში ეს კურსი ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მოყოლებული, ევროსთან ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 21 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც 1 ევროს ღირებულებამ 2.9746 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5317 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5206 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.